მოხმარების წესები და პირობები

საკურას მომსახურებით სარგებლობამდე გულდასმით წაიკითხეთ წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები და დარწმუნდით, რომ აცნობიერებთ და გესმით მისი შინაარსი.

ზოგადი დებულებანი

წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ პირობებს, რომელთაც საკურა უდგენს მომხმარებელს (შემდგომშითქვენ“) და რომელთა მეშვეობითაც რეგულირდება ურთიერთობა თქვენსა და საკურას შორის.

საკურა წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის მონაცემებია: შპსსაკე”  საიდენტიფიკაციო ნომერი: 405387424; იურიდიული მისამართი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაკე,ი.აბაშიძის 29; ტელ +995557513311 ვებგვერდი https://sakurarestaurant.ge/ , ელ. ფოსტაinfo.sakura29@gmail.com

საკურა წარმოადგენს ვებგვერდის (შემდგომშივებგვერდი“) და მასთან დაკავშირებული უფლებების კანონიერ მფლობელს. გაითვალისწინეთ, რომ საკურას ვებგვერდის  https://sakurarestaurant.ge/ მეშვეობით შემოთავაზებული მომსახურებით სარგებლობა, კერძოდ, საკურა პროდუქციის ან/და სხვა მომსახურების შეკვეთა გულისხმობს, რომ თქვენ გამოთქვამთ თანხმობას წინამდებარე მოხმარების წესებსა და პირობებზე.

ვებგვერდზე სტუმრობით და შემოთავაზებული მომსახურების სარგებლობით თქვენ აცხადებთ, რომ ხართ სრულწლოვანი ან ვებგვერდს სტუმრობთ და სარგებლობით მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით ან წინასწარი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დაცვით.

ვებგვერდის გამოყენების მიზნით თქვენ უნდა გაიაროს რეგისტრაცია პირადი მონაცემების შეტანის გზით, რათა მოგენიჭოთ იდენტიფიცირებული მომხარებლის ანგარიში და პაროლი. თქვენს მიერ ანგარიშის თითოეულ ჯერზე გამოყენებისას უნდა გაიაროთ ავტორიზაცია აპლიკაციის მეშვეობით.

1.  შეთანხმების საგანი

1.1.  შეთანხმების საგანს წარმოადგენსსაკურავებგვერდის მეშვეობით შემოთავაზებული მომსახურების გაწევა, კერძოდ, ვებგვერდზე განთავსებული საკვები პროდუქციის (შემდგომშიპროდუქცია“) შეკვეთის საშუალებით თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მიტანა ან წინამდებარე მოხმარების წესებისა და პირობების თანახმად სხვა მომსახურეობის მიღება, რის სანაცვლოდაც თქვენ უნდა გადაიხადოთ აპლიკაციაზე განთავსებული და წინასწარ განსაზღვრული ფულადი თანხა.

1.2.  საკურას  უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება ვებგვერდის მეშვეობით შემოთავაზებული მომსახურების პირობებში და წინამდებარე მოხმარების წესებსა და პირობებში, შესაბამისი ინფორმაციული შეტყობინების საჯაროდ და თქვენთვის ხელმისაწვდომი ფორმით ვებგვერდზე გამოქვეყნების/შესაბამისი ცვლილების საშუალებით.

2.  მომსახურების პირობები

2.1.  შეკვეთა სრულდება აპლიკაციის მეშვეობით.

2.2.  შეკვეთის განხორციელების მიზნით თქვენ უნდა გაიაროთ აპლიკაციაზე და მოახდინოთ თქვენი ანგარიშით ავტორიზაცია.

2.3.  პროდუქციის შერჩევა ხდება აპლიკაციაზე განთავსებული პროდუქციის კალათაში დამატების საშუალებით. აგრეთვე, თქვენ შესაბამისი წესით უნდა მიუთითოთ სარგებლობთ მიტანის მომსახურეობით, თუ გსურთ პროდუქციის ადგილზე საკურას რესტორნიდან მიღება, რომელიც მდებარეობს . თბილისში, ირაკლი აბაშიძის  . N 29-ში (შემდგომშირესტორანი“).

2.4.  ადგილზე პროდუქციის მიტანის მომსახურება ხორციელდება ქ. თბილისიში და მის შემოგარენში.

2.5.  შესაბამისი წესით უნდა აირჩიოთ გადახდის ფორმა (უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების ფორმა).

2.6.  უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საკრედიტო/სადებეტო ბარათის მეშვეობით შესაბამის გადახდის გვერდზე, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ნაღდი ფულის გადახდის მეშვეობით პროდუქციის ადგილზე მიტანის ან რესტორანში პროდუქციის მიღებისას საკურას წარმომადგენლისთვის ნაღდი ფულის გადაცემით.

2.7.  შეკვეთის სრულყოფილად შესრულების მიზნით, თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი და შეავსოთ კომენტარის გრაფა, რომელშიც უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: პროდუქციის მიტანისთვის მისამართთან დაკავშირებული ინფორმაცია და დეტალები, როგორიცაა სადარბაზოს კოდი და სხვა; პროდუქციასთან დაკავშირებული კომენტარი; ინფომარცია თუ რამდენი პერსონისთვისაა განკუთვნილი შეკვეთა და სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საკურას მიერ თქვენი შეკვეთის ჯეროვანი შესრულების მიზნით.

2.8.  შეკვეთის დასრულებისთვის თქვენ უნდა მონიშნოთ, რომ ეთანხმებით საკურას მოხმარების წესებსა და პირობებს, რის შემდეგაც აპლიკაციაზე გამოჩნდება შეტყობინება შეკვეთის დასრულების თაობაზე.

2.9.  საკურა არაა პასუხისმგებელი სხვა ფორმით ან სხვა ნებისმიერი პირის ვებგვერდის/მომსახურების მეშვეობით პროდუქციის შეკვეთისას.

2.10. საკურას შეკვეთისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ საკურას მიერ შეკვეთის მიუწოდებლობის შემთხვევაში, რაც არ ვრცელდება თქვენს მიერ არასწორად მითითებული მისამართის ან/და სხვა არსებითი მონაცემის გამო შეკვეთის მიუწოდებლობაზე, თქვენს მიერ მიწოდებულ/მიტანილ შეკვეთაზე უარის თქმაზე, შეკვეთის მცირედი დაგვიანებაზე, შეფერხების ან სხვა შემთხვევებზე, ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა არ დაბრუნდება.

2.11.საკურას წარმომადგენლის მიერ შეკვეთილი პროდუქციისგან განსხვავებული პროდუქციის მიტანის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ ასეთი შეკვეთა, მოითხოვოთ შეკვეთილი პროდუქციის ან გადახდილი თანხის დაბრუნება.

2.12.თანხის დაბრუნება ხდება 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში იმავე ფორმით და იმავე ანგარიშზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა ფორმითაც მოხდა თანხის გადახდა.

3.  საკურა ვალდებულია:

3.1.  მიიღოს და შეასრულოს თქვენი შეკვეთა, მარაგში შეკვეთილი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში.

3.2.  შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საათისა მიიტანოს პროდუქცია თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე.

3.3.  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები.

3.4.  მოგაწოდოთ ხარისხიანი, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით დამზადებული პროდუქცია.

4.  თქვენ ვალდებული ხართ:

4.1.  საკურას მიაწოდოს ზუსტი ინფომრაცია (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი,).

4.2.  გადაიხადოთ პროდუქციის ღირებულება. კეთილსინდისიერად და დროულად მიიღოთ შეკვეთილი პროდუქცია.

5.  გადახდის წესი

5.1.  საკურას შემოთავაზებული პროდუქციის ფასები მოცემულია აპლიკაციაზე და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

5.2.  საკურას უფლება აქვს შეცვალოს პროდუქციის ფასები აღნიშნულის თაობაზე ვებგვერდზე შესაბამისი პროდუქციის ფასების ცვლილების მეშვეობით.

5.3.  შეკვეთილი პროდუქციის ფასი აისახება თქვენს კალათაში, შეკვეთის დასრულების და თანხის გადახდის მიზნით.

6.  პროდუქცია

6.1.  საკრუას პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ხარისხის სტანდარტებსა და მოთხოვნებს, იგი დამზადებულია ჰიგიენური ნორმების დაცვით.

6.2.  საკურა პროდუქციის შემადგენლობის/ინგრედიენტების შესახებ ძირითადი ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე თითოეული პროდუქციის აღწერილობაში, ამასთან, შესაძლებელია, დაწვრილებით ყველა ინგრედიენტის შესახებ ინფორმაცია არ იყოს მოცემული. პროდუქცია შესაძლოა შეიცავდეს ალერგიის გამომწვევ ინგრედიენტებს, ისეთებს როგორიცაა სეზამი, მიწის თხილი, ზღვის პროდუქტი და სხვა. ამდენად, თქვენ გულდასმით და გულისხმიერად უნდა გაეცნოთ პროდუქციის აღწერილობას და მოცემულ ინგრედიენტებს, რათა გამორიცხოთ ამ პროდუქციის თქვენზე უარყოფითი ზემოქმედების რისკი, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს თქვენი ალერგიული ან/და სხვა სახის დამოკიდებულებით. პროდუქციის უცნობი ან/და თქვენთვის საეჭვო ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით ან საკვების მიმართ თქვენი განსაკუთრებული ან ჩვეულებრივისგან განსხვავებული მოთხოვნილებების არსებობის შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთსაკურასპროდუქციის შესახებ ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად.

7.  პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

7.1.  თქვენს მიერსაკურასმომსახურებით სარგებლობისას, აპლიკაციაზე რეგისტრირებული მონაცემების დამუშავება ხდებასაკრუასმიერ აპლიკაციის შემოთავაზებული მომსახურებით თქვენი შეკვეთის საფუძველზე განსახორციელებლად.

7.2.  თქვენს მიერსაკურასაპლიკაციაზე რეგისტრაცია და ავტორიზაცია ხორციელდება ნებაყოფლობითობის საწყისებზესაკურასაპლიკაციაზე მომსახურების მიღების მიზნით.

7.3.  თქვენ უფლება გაქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოთ ინფორმაციასაკრუასმიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მათი წაშლა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოქმედებების განხორციელებასაკურასოფიციალურ ელ.ფოსტაზე წერილის გაგზავნის მეშვეობითinfo.sakura29gmail.com

8.  დასკვნით დებულებანი

8.1.  დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები ეცდებიან დავა გადაჭრან მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეს განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8.2.  საკურამოწოდებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს შემოთავაზებული მომსახურება.

8.3.  საკურაზრუნავს აპლიკაციის მეშვეობით შემოთავაზებული მომსახურების ხარისხის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, ამდენადსაკურადაინტერესებულია თქვენი მოსაზრებებით მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.

8.4.  საკურასაპლიკაციის, მომსახურები ან/და წინამდებარემოხმარების წესებსა და პირობებისშესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, კითხვები გამოგზავნოთსაკურასშემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info.sakura29@gmail.com ან დარეკოთ ნომერზე: +995557513311